en

Apex ERP WMS - საწყობის მართვის ავტომატიზაცია

Apex ERP WMS - საწყობის მართვის ავტომატიზაცია

WMS მოდული საშუალებას გაძლევთ:

  • დაალაგოთ და მოძებნოთ საქონელი მდებარეობის მიხედვით
  • აღრიცხოთ და გაითვალისწინოთ საქონლის სერია და ვარგისიანობის ვადა.
  • ოპტიმალურად გამოიყენოთ სასაწყობე ფართობი
  • მითვალოთ შემოსული საქონელი ანდროიდ პოკეტით, ნებისმიერი თანმიმდევრობით, და შედეგი ავტომატურად შეადაროთ შემოსავლის საბუთს
  • მიღებისთანავე დააფიქსიროთ დანაკლისი, მეტობა, ვადაგასული და დაზიანებული საქონელი
  • აკრძალოთ საქონლის მიღება, თუ მისი ვარგისიანობის ვადა დადგენილ მინიმუმზე ნაკლებია
  • განათავსოთ საქონელი მითვლის დასრულებამდეც, მის პარალელურად
  • სისტემამ თავად შეარჩიოს განთავსების ადგილი წონის, მოცულობისა და კატეგორიის მიხედვით
  • არ იყოთ დამოკიდებული მესაწყობის კვალიფიკაციაზე
  • ვადაგასული საქონელი ავტომატურად გამოყოთ ცალკე მდებარეობაზე
  • კონტეინერებს (პალეტებს) მიანიჭოთ უნიკალური QR-კოდი და ზუსტად იცოდეთ, რა და რამდენი დევს თითოეულზე
  • საქონელი გადაიტანოთ ერთი მდებარეობიდან მეორეზე სკანირებით დადასტურებით
  • ავტომატურად შეავსოთ შეგროვების ზონა სამარაგე ზონიდან, საქონლის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით
  • შეაგროვოთ შეკვეთები მდებარეობის, საქონლისა და კონტეინერის სკანირებით
  • საქონელი გასცეთ ვადის მიხედვით: ჯერ ის გავიდეს, რისი ვადაც ადრე იწურება
  • გასცეთ საქონელი ნებისმიერი მდებარეობიდან
  • შეამოწმოთ შეგროვებული შეკვეთა გაგზავნამდე (ჩექინგი)
  • შეასრულოთ კომპლექტაცია, დეკომპლექტაცია და დასტიკერება
  • ჩაატაროთ ინვენტარიზაცია საწყობის გაჩერების გარეშე
  • დავალებები ავტომატურად მიიღონ შესაბამისმა თანამშრომლებმა თავიანთ ანდროიდ პოკეტზე
  • მენეჯერმა ნებისმიერ დავალებაზე მიაბას ან შეცვალოს შემსრულებელი, განსაზღვროს პრიორიტეტი და დაურთოს შენიშვნა
  • თანამშრომელმა პრობლემური სიტუაცია ადგილზევე დააფიქსიროს, მენეჯერმა კი ბექ-ოფისიდან მიიღოს გადაწყვეტილება
  • დადასტურებული დანაკლისი ავტომატურად გადაიტანოთ ვირტუალურ საწყობში
  • აკრძალოთ სკანერის გარეშე მუშაობა და მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომები
  • თანამშრომელს მიანიჭოთ ერთი ან რამდენიმე როლი და ცალ-ცალკე განსაზღვროთ ნახვის, შესრულებისა და მართვის უფლებები
  • საწყობის წესები მოარგოთ თქვენს პროცესებს სისტემის პარამეტრებით, პროგრამირების გარეშე
  • საქონელს დაუმატოთ WMS-ის პარამეტრები: სერიისა და ვადის აღრიცხვა, დასტიკერება, კატეგორია, მინიმალური ვადა
  • ცნობარები Apex ERP-დან ავტომატურად განაახლოთ ყოველ 15 წუთში, საჭიროების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ
  • ნახოთ ყოველი ოპერაციის შემსრულებელი და დრო, ანუ გქონდეთ სრული მიკვლევადობა
  • ნებისმიერ დროს ნახოთ თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა
  • რეალურ დროში ნახოთ ნაშთი და დავალებების შესრულების სტატუსი
  • იმუშაოთ ქაღალდის გარეშე
  • მიიღოთ ერთმანეთის თანხვედრი ფიზიკური და ბუღალტრული ნაშთი, რადგან WMS და Apex ERP ერთ მონაცემებზე მუშაობს